ჩაეწერეთ მიღებაზე


თვალის პროთეზირება არის ერთადერთი საშუალება ესთეტიური გარეგნული იერის, ფსიქოლოგიური კომფორტის მისაღწევად და შესაძლებლობების ფარგლებში სრულფასოვანი ცხოვრების დასაწყებად ერთი ან ორივე თვალის დაკარგვის შემდეგ. ამასთანავე, თვალის პროთეზი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კონიუქტივა ან ლორწოვანის ზედაპირი ხელუხლებლად, წამწამები და ქუთუთოები  არ ჩაიკეცება შიგნით, არ იქნება ტრავმირებული ლორწოვანი, შემცირდება სხვადასხვა ანთებების რისკი. პროფესიონალურად დამზადებული თვალის პროთეზი ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდება ჯანმრთელი თვალისგან და მისი გამოყენება არის მოსახერხებელი და კომფორტული. 
ჩვენს დროში ევროპის ქვეყნებში თვალის პროთეზებისთვის იყენებენ ორი სახის მასალას-მინას ან კრიოლიტის მინას და პოლიმერულ მასალებს, რომელთაგან ყველაზე პოპულარული არის პოლიმეთილმეტაკრილატი ან პმმა. მინის პროთეზის ხანგრძლივი პოპულარობის მიუხედავად, სულ უფრო მეტი სპეციალისტი ემხრობა პმმა-ს თვალის პროთეზის გამოყენებას.

კლინიკა Adoria-ში ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს თვალის პროთეზირების მომსახურებას კრიოლიტის მინისგან და პმმა-გან დამზადებული თვალის პროთეზით.

 

პმმა-ს თვალის პროთეზის უპირატესობა:

  • ინდივიდუალური თვალის პროთეზის დამზადების შესაძლებლობა, რომელიც ზუსტად შეესაბამება პაციენტის მოთხოვნილებებს;
  • მასალა იძლევა პროთეზის კორექციის შეუზღუდავ შესაძლებლობებს;
  • პროფილაქტიკის მიზნით პროთეზს აპრიალებენ, რისი წყალობითაც მისი მოსახერხებლად  გამოყენების ვადა იზრდება; 
  • გამოყენების უფრო ხანგრძლივი პერიოდი - 2-დან 4 წლამდე;
  • მაღალი დარტყმაგამძლეობა;
  • გამოყენებისათვის სასიამოვნო მასალა დაბალი თბოგამტარობით;
  • გამოდგება აქტიური ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანებისათვის და ქუთუთოების სუსტი ტონუსის მქონე პაციენტებისათვის;
  • პმმა – ჰიპოალერგენული მასალა სხვადასხვა სახის ალერგიის რისკის დაბალი ხარისხით.

კლინიკა Adoria-ში ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს თვალის პროთეზირების მომსახურებას კრიოლიტის მინისგან და პმმა-გან დამზადებული თვალის პროთეზით.

თვალის პროთეზირება კრიოლიტის მინის თვალის პროთეზის გამოყენებით – პაციენტი იღებს თვალის პროთეზს ერთი დღის განმავლობაში, ვინაიდან ამ პროთეზს ადამიანს სთავაზობენ უკვე მზა ნამზადის კოლექციიდან, კორექციით პაციენტის თვალის ღრუს  ფორმის მიხედვით. განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩვენ ვთავაზობთ პროთეზის დამზადების შესაძლებლობას, ნამზადის კომპლექტის გამოყენების გარეშე. მინისგან დამზადებული თვალის პროთეზის ნაკლი მდგომარეობს მის დაბალ დარტყმაგამძლეობაში.

თვალის პროთეზირება პმმა-ს თვალის პროთეზის გამოყენებით – საშუალოდ პაციენტი იღებს თვალის პროთეზს ორი დღის განმავლობაში. პირველ დღეს კეთდება პაციენტის თვალის ღრუს ზუსტი ტვიფარი, რომელიც იმეორებს თვალის ღრუს ყველა უმცირეს ინდივიდუალურ თავისებურებებს. პაციენტის თანდასწრებით ხდება პროთეზის დამზადება დროებითი მასალისაგან  და ამავდროულად ხელით, წვრილი ფუნჯით იხატება პაციენტის თვალის ფერადი გარსი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის თვალის ფერს. სპეციალისტი უყურებს ჯანმრთელ თვალს და სხვადასხვა საღებავის გამოყენებით აღადგენს ჯანმრთელი თვალის ფერად გარსს. პროთეზი მთლიანად მზად იქნება მომდევნო დღეს. პროთეზის მორგებისას საჭიროებისამებრ შესაძლებელია მისი კორექტირება, ვინაიდან პმმა ადვილად ექვემდებარება კორექციას, აგრეთვე პაციენტს ეხმარებიან პროთეზის დაყენების, ჩასმის, ამოღებისა და მოვლის ათვისებაში.

კლინიკა Adoria-ში თვალის პროთეზირებას სთავაზობენ ნებისმიერი ასაკის ადამიანებს. გასათვალისწინებელია, რომ 12 წლამდე თვალის პროთეზი უნდა გამოიცვალოს მინიმუმ წელიწადში ორჯერ, ვინაიდან ეს დაკავშირებულია ბავშვის ზრდის თავისებურებებთან. 18 წლამდე თვალის  პროთეზი უნდა გამოიცვალოს ორ წელიწადში ორჯერ-სამჯერ. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ ატარებს თვალის პროთეზს ან ატარებს შეუსაბამო ზომის პროთეზს, შესაძლებელია განვითარდეს სახის ასიმეტრია და თვალის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები.
იმ შემთხვევაში, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო (ხშირად ონკოლოგიური დაავადების გამო) ადამიანი კარგავს მთელ ორბიტას და ქუთუთოებს, გარდა ექტოპროთეზებისა, რომლებიც მაგრდება თვალის ჩარჩოზე, კლინიკა Adoria სთავაზობს უახლესი თაობის ექტოპროთეზების დამზადებას. ეს არის ფერადი გარსის მქონე პმმა-ს რბილი სილიკონის თვალის პროთეზი, რომელიც ქმნის ორბიტას ქუთუთოებითა და წამწამებით. სილიკონის თვისებების წყალობით, მასალა კარგად ეკვრება, მისი ტარება სასიამოვნოა და ამასთანავე სილიკონი იძლევა თვალის მაქსიმალურად ბუნებრივი იერის მიღწევის შესაძლებლობას. 

პაციენტების მიერ ხშირად დასმული კითხვები

რამდენ ხანშია შესაძლებელი თვალის პროთეზირება თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ?

თვალის პროთეზირება ოპერაციის შემდეგ დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, თუმცა პირველი პროთეზი–კონფორმერის კორპუსი შეიძლება დაყენდეს ოპერაციიდან უკვე მესამე-მეხუთე დღეს, თვალის ღრუს არსებული ფორმის შენარჩუნებისათვის. ნამდვილი/მუდმივი პროთეზი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვალის ღრუ სრულად შეხორცდება, ხოლო შეხორცების პროცესი ყველასათვის  ინდივიდუალურია.

რა არის კონფორმერი?
თვალის ქირურგიული გზით ამოღების შემდეგ, თვალის ღრუში იდგმება გამჭვირვალე პლასტიკისგან დამზადებული ლინზა ან კონფორმერი, რომელიც სრულიად შეესაბამება თვალის ღრუს ზომებს და აძლევს ქუთუთოებს საშუალებას იმოძრაონ პოსტოპერაციულ ნაკერთან შეხების გარეშე. კონფორმერს ატარებენ ექვსი-რვა კვირის განმავლობაში, სანამ თვალის ღრუ სრულად არ შეხორცდება და არ შემცირდება შეშუპება. უახლესი თაობის კონფორმერები არის უფრო ამოზნექილი და უზრუნველყოფს თვალის პროთეზის უკეთეს დაჭერას, ამასთანავე ის ამცირებს კონიუქტივის ამოგდებას და პროთეზის ექსტრუზიას. კონფორმერის ყველა კორპუსი სტერილდება ეთილენის ოქსიდით - ეს არის FDA-ს (აშშ-ს საკვები პროდუქტებისა და სამკურნალო პრეპარატების ხარისხის კონტროლის სამმართველო) მიერ მოწონებული მეთოდი, რომელიც აგრეთვე გამოიყენება პმმა-გან დამზადებული თვალის პროთეზის სტერილიზაციისათვის.

შეიძლება თუ არა მინის პროთეზის შეცვლა პმმა-ს თვალის პროთეზით?
დიახ, რასაკვირველია. დღეს თვალის პროთეზირებაში შესაძლებელია მასალებით თავისუფალი მანიპულირება, განსხვავდება მხოლოდ მასალების თვისებები და აგრეთვე პაციენტის ინდივიდუალური შეგრძნება-ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მასალა უხდება მას უფრო მეტად. 

რა არის  ყველაზე არსებითი განსხვავება პმმა  და კრიოლიტის მინის შორის?
პმმა ანუ პოლიმეთილმეტაკრილატი ექვემდებარება კორექციას, მაგალითად, საკმარისია მისი გაპრიალება და თვალის პროთეზი კვლავ ახალივით იქნება. მინის პროთეზის აღდგენა შეუძლებელია. პმმა არ იწვევს დისკომფორტს მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე, მას გააჩნია დაბალი თბოგამტარობა მინის პროთეზისგან განსხვავებით, რომელმაც ძლიერი ყინვის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის ღრუს მოყინვა,  ხოლო აბანოში გაცხელდეს. პმმა არის დარტყმაგამძლე მასალა ანუ თუ პროთეზი დავარდა, ის არ დაიმსხვრევა, ხოლო თუ მყარ ზედაპირზე დავარდა მინის პროთეზი-ის დაიმსხვრევა. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე სკანდინავიის ქვეყნებში სთავაზობდნენ არა მხოლოდ პმმა-გან დამზადებულ თვალის პროთეზებს, არამედ გერმანიაში დამზადებულ კრიოლიტის მინის პროთეზებს, თუმცა დროთა განმავლობაში გაკეთებული იყო დასკვნა, რომ ჩრდილოეთის ქვეყნების კლიმატური პირობებისათვის უფრო მოსახერხებელია სწორედ პმმა-გან დამზადებული თვალის პროთეზები.

რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება პმმა-ს თვალის პროთეზების ტარება?
თუმცა პმმა-ს თვალის პროთეზის გამოყენების ვადა გაცილებით დიდია ვიდრე კრიოლიტის მინის პროთეზებისა, ჩვენ გირჩევთ გამოცვალოთ პროთეზი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ვინაიდან დროთა განმავლობაში ადამიანის თვალის ღრუს ზომები იცვლება. ხშირად პაციენტი თავად გრძნობს თუ როდის უნდა გამოცვალოს პროთეზი - ის იწვევს გაღიზიანებას (განსაკუთრებით მინის პროთეზი), ყანყალებს ან ხდება ზედმეტად მყარი და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია პმმა-ს თვალის პროთეზის რეგულარული კორექტირება და გაპრიალება, დროთა განმავლობაში პროთეზი მორალურად ძველდება და უმჯობესია ახალი პროთეზის დამზადება. 

 გთავაზობთ მიმართოთ კლინიკა Adoria-ს, რათა გაარკვიოთ ყველა საკითხი ჩვენს მიერ შემოთავაზებულ თვალის პროთეზირების მომსახურებასთან დაკავშირებით. ოფთალმოლოგ-ანაპლასტოლოგთან ასკოლდ ბუშმანისთან ჩასაწერად დარეკეთ ტელეფონის ნომერზე +37129219507.

გაეცანით ჩვენს ექიმებს

Askolds Busmanis
Askolds Busmanis
თვალის ექიმი/ანაპლასტოლოგი